00:35 | 2021-06-26 ავტორი: Prime Time

„ბრავო! იმ მეგრელ პოლიციელს, ვინც „ხელი არ შეუშალა” ბავშვის მამას პედოფილების სახლის დაწვის აქციაში! ის პოლიციელიც მამაა!” – თამარ ივერი

„ბრავო! იმ მეგრელ პოლიციელს, ვინც „ხელი არ შეუშალა” ბავშვის მამას პედოფილების სახლის დაწვის აქციაში! ის პოლიციელიც მამაა!” – თამარ ივერი

ქართველი სოპრანო თამარ ივერი სოციალურ ქსელში 8 წლის გოგონას გაუპატიურებისთვის დაკავებული მამა-შვილის სახლის დაწვას ეხმაურება.

 

„ბრავო! იმ მეგრელ პოლიციელს, ვინც „ხელი არ შეუშალა” ბავშვის მამას პედოფილების სახლის დაწვის აქციაში! ის პოლიციელიც მამაა!”, – წერს თამარ ივერი.

 

შეგახსენებთ, რომ არასრულწლოვნის გაუპატიურებისთვის მამა-შვილი გუშინ დააკავეს, 8 წლის გოგონას კი ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა.

 

დაკავებულები 65 და 35 წლის მამაკაცები არიან. არსებული ინფორმაციით, არასრულწლოვანი დაკავებულების მეზობელია.

 

„პრაიმტაიმის“ წყაროს ცნობით, სავარაუდო დამნაშავეების მხრიდან გოგონაზე ძალადობა დაახლოებით 2 წლის განმავლობაში გრძელდებოდა. პროკურატურის ცნობით, სავარაუდო დამნაშავეები დაზარალებული გოგონას დაზეც ძალადობდნენ.

 

სავარაუდო დამნაშავეების ოჯახი ფაქტს უარყოფს.

 

საქმე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით, რაც გაუპატიურებას გულისხმობს.

ავტორი: Prime Time

X