
პოლიტიკოსი, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ყოფილი ლიდერი ირინა სარიშვილი, სოციალურ ქსელში მსახიობ და ტელეწამყვან ნინუცა მაყაშვილს ეხმიანება, რომელმაც ყოფილი მეუღლე, შ. რუსთაველის თეატრის მსახიობი ბესო ზანგური ძალადობაში ამხილა:
„ახლა ვნახე ნინუცა მაყაშვილის „ფარული კონვერტი”. ზუსტად ეგრეა, კი. პატარა ხარ. ჯერ იბნევი, მერე გეცოდება, მერე გეშინია, თან გგონია, რომ ალბათ ყველა ასეა და ბოლოს, ნახულობ საკუთარ თავში ძალას, ეს შიში გადალახო და გაიქცე. თუ ნახულობ რა თქმა უნდა.
დღეს სხვა დროა. უნდა ამოიღოს ყველამ ხმა თუ წარსულზე არა, ახლა ვინც ამ დღეშია, მაშინ მაინც. მოძალადემ, ვინც არ უნდა იყოს ის, უნდა იცოდეს, რაც არის მისი ბოლო.
ბრავო ნინუცა! – წერს სარიშვილი.























