
ბრაზილიაში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით კიდევ 816 ადამიანი გარდაიცვალა, – ამის შესახებ CNN-ი წერს.
გამოცემის ცნობით, კორონავირუსის 14 919 ახალი შემთხვევათა დადასტურდა, დაინფიცირებულთა რიცხვი 233 142, გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა კი, 15 633-მდე გაიზარდა.
„ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის“ მიერ გავრცელებული მონაცემების თანახმად, დადასტურებული შემთხვევების რაოდენობით ბრაზილიამ ესპანეთსა და იტალიას გადაუსწრო .






















