
ბრაზილიაში ბოლო 24 საათში ახალი კორონავირუსით 29 000-მდე ადამიანი დაინფიცირდა და 1 262 გარდაიცვალა.
ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაღუპულთა საერთო რაოდენობამ 31 199-ს მიაღწია, დაინფიცირებულების რიცხვი 555 383-მდე გაიზარდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.
























