00:43 | 2020-03-14 ავტორი: ალექსი ქამადაძე

ბრაზილიის პრეზიდენტი უარყოფს, რომ ინფიცირებულია

ბრაზილიის პრეზიდენტი უარყოფს, რომ ინფიცირებულია

ბრაზილიის პრეზიდენტი ჟაირ ბოლსონარუ უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მას კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ მან „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე დაწერა.

 

ბოლსონარუმ მედია ყალბი ამბების გავრცელებაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ კორონავირუსზე ჩატარებულმა ტესტმა უარყოფითი პასუხი აჩვენა.

 

მანამდე, „ფოქს ნიუსმა“ გაავრცელა ინფორმაცია, იმის შესახებ, რომ ბრაზილიის პრეზიდენტს კორონავირუსი დაუდასტურდა.

 

ავტორი: ალექსი ქამადაძე

X