
პოლიციამ გადაარჩინა 300 ადამიანი, რომელიც დამსაქმებელმა ბრინჯის ქარხანაში გამოკეტა და მარტის შემდეგ, სახლში წასვლის უფლების გარეშე ამუშავებდა, შემთხვევა ჩრდილოეთ ნიგერიაში, ქალაქ კანოში მოხდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მუშები აცხადებენ, რომ ყოველთვიურ ხელფასზე დანამატს დაჰპირდნენ. 72 დოლარზე 13 დოლარს დაუმატებდნენ.
მათივე თქმით, დღეში მცირე ოდენობის საკვებს აძლევდნენ, იატაკზე ეძინათ და თუ ვინმე ავად ხდებოდა, წამალს არ აძლევდნენ.
მომხდარის გამო, ინდოეთის მოქალაქის საკუთრებაში არსებული საწარმოს 5 ხელმძღვანელი პირია დაკავებული.






















