22:52 | 2020-12-24 ავტორი: მარი ჯაფარიძე

ბრიტანელებმა შეიტყვეს, რომ აეროპორტში ბროკოლით სავსე თვითმფრინავი დაეშვა და მაღაზიებთან დაუსრულებელი რიგი დადგა

ბრიტანელებმა შეიტყვეს, რომ აეროპორტში ბროკოლით სავსე თვითმფრინავი დაეშვა და მაღაზიებთან დაუსრულებელი რიგი დადგა

მას შემდეგ, რაც ბრიტანეთში ვირუსის ახალი შტამი გამოჩნდა, რომელიც 55-70%-ით სწრაფად ვრცელდება, ბევრმა ქვეყანამ ბრიტანეთთან საზღვრები დაკეტა, რის გამოც ქვეყანაში პროდუქტის მარაგის დეფიციტი გაჩნდა.

 

საფრანგეთი დათანხმდა დიდი ბრიტანთისთვის საზღვარი გაეხსნა, იმ პირობით, რომ სატვირთოს მძღოლები, რომლებიც საფრანგეთში შესვლას დააპირებდნენ, აუცილებლად უნდა შემოწმებულიყვნენ, ტესტირების გზით.

 

ამან კი საზღვართან, ქალაქ კენტში სატვირთოების დიდი რიგი შექმნა და ამჟამად 6 000-ზე მეტი მანქანა ელოდება რიგს, რომ საფრანგეთში დაიტვირთოს და ბრიტანეთი პროდუქტით მოამარაგოს.

 

დიდი ბრიტანეთის საცალო ვაჭრობის კონსორციუმმა საზოგადოება გააფრთხილა, რომ შესაძლოა, საქონლის დეფიციტი შეიქმნას, სანამ სატვირთო მანქანების შეფერხების საკითხი არ მოგვარდება, ხოლო სურსათისა და სასმელის ფედერაციამ გააფრთხილა მოსახლეობა, მნიშვნელოვანი შეფერხებების შესახებ.

 

იმავდროულად, ტრანსპორტის მინისტრი, გრანტ შაპსი ვარაუდობს, რომ საზღვარზე არეულობა შეიძლება გაგრძელდეს ახალ წლამდე, რადგან არმიამ და ეროვნული ჯანდაცვის სამსახურმა უნდა შეამოწმონ რიგში მდგარი 6 000 სატვირთოს მძღოლი.

 

The British Retail Consortium has warned that there could be a lack of some fresh goods until the backlog of trucks at Dover is cleared

 

ევროპისკენ მიმავალი ყველა მძღოლის შემოწმება საფრანგეთთან შეთანხმების მთავარი პირობაა, ვაჭრობა რომ განახლდეს. ეს კი აყოვნებს მძღოლებს, რომლებმაც ბრიტანეთში ტვირთი უნდა შეიტანონ.

 

გერმანულმა ავიაკომპანია Lufthansa- მ დიდ ბრიტანეთს ჩაუტანა 80 ტონა ხილი და ბოსტნეული, რადგან ათასობით გადამზიდავი დარჩა კენტის საზღვარზე.

 

MailOnline has contacted all the major supermarkets to ask if they had also put new restrictions in place. Sainsbury's, M&S, Morrisons and Aldi all said no, while Waitrose said had been restricting customers to two packs of toilet roll and three bags of flour for 'a substantial period of time'

 

საჰაერო ტვირთი, რომელშიც შედიოდა სალათის ფოთოლი, ყვავილოვანი კომბოსტო, ბროკოლი, ციტრუსი და მარწყვი, ჩამოვიდა მას შემდეგ,  როდესაც ექსპერტებმა გააფრთხილეს, რომ საზღვრარი უმოკლეს დროში არ გაიხსნებოდა, ხოლო მოსახლეობისთვის რამდენიმე პროდუქტზე ლიმიტი დაწესდა.

 

სურსათისა და სასმელის ფედერაციის აღმასრულებელმა დირექტორმა იან რაიტმა განუცხადა The Grocer- ს: „მომავალი კვირიდან, სავარაუდოდ,  ბოსტნეულსა და ხილზე ხელმისაწვდომობა შემცირდება. ასევე, გვექნება სერიოზული შეფერხება მოწოდების ხაზით“.

 

Long queues at Bell & Sons butches in Bermondsey, London this morning as people wait to pick up their meat for their Christmas dinners

 

„დეილიმეილი“ დაუკავშირდა ყველა მსხვილ სუპერმარკეტს იმის გასაგებად, შემოიღეს თუ არა მათ ახალი შეზღუდვები.

ზოგიერთმა სუპერმარკეტმა უპასუხა, რომ შეზღუდვები არ შემოუღიათ, ხოლო ერთ-ერთმა ქსელმა მყიდველები შეზღუდა და მათ ერთჯერადად ორი შეკვრა ტუალეტის ქაღალდისა და სამი შეკვრა ფქვილის შეძენა შეეძლებათ, მნიშვნელოვანი პერიოდის განმავლობაშ.

 

თუმცა, ყველა სუპერმარკეტში ასევე განაცხადეს, რომ მათ უამრავი საქონელი აქვთ.

 

Most people would have needed to pre-order their turkeys from the butchers in time for Christmas. Pictured is a queue outside a butchers in Bermondsey

 

ბრიტანეთის საცალო ვაჭრობის კონსორციუმის დირექტორმა, ენდრიუ ოპიმ თქვა: „საფრანგეთის საზღვარი ახლა უკვე გახსნილია, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ სატვირთო მანქანებმა რაც შეიძლება სწრაფად გადაკვეთონ საზღვარი. სანამ შეფერხება არ მოიხსნება და მომარაგების  ძველი ჯაჭვი არ დაბრუნდება, ჩვენ ველით პრობლემებს ახალი საქონლის შემოტანასთან დაკავშირებით. დღეს ტრადიციული საშობაო სადილისთვის საჭირო ყველა ინგრედიენტი და პროდუქტი უკვე ქვეყანაშია და მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომია, მაგრამ თუ ცარიელი სატვირთო მანქანები არ დაიშვებიან საფრანგეთში, ახალი პროდუქტის დეფიციტი იქნება და სალათების, ბოსტნეულისა და ახალი ხილის მარაგი, როგორიცაა მარწყვი და ჟოლო, ყველაზე დიდი რისკის წინაშე აღმოჩნდება, რადგან ისინი ამ პერიოდისთვის კონტინენტიდან შემოაქვთ“.

 

Bell and Sons sources all of its meat, poultry and game from within the UK, so will not be affected by any issues at Dover

 

როგორც კი ბრიტანეთში გავრცელდა ინფორმაცია, რომ აეროპორტში ბროკოლითა, სალათის ფოთლებით, ციტრუსითა და მარწყვით სავსე თვითმფრინავი დაეშვა, ბრიტანელებმა მაღაზიებთან უზარმაზარი რიგები შექმნეს.

 

Additional special cargo flights currently under examination, a spokesman for the German airline told MailOnline yesterday

 

ავტორი: მარი ჯაფარიძე

X