21:20 | 2020-03-23 ავტორი: ანეტი მიქელაძე

ბრიტანელი ექიმები ახალგაზრდებს: გემოსა და სურნელის აღქმის დაკარგვა დაკავშირებულია კორონავირუსთან

ბრიტანელი ექიმები ახალგაზრდებს: გემოსა და სურნელის აღქმის დაკარგვა დაკავშირებულია კორონავირუსთან

ბრიტანელი ყელ-ყურ-ცხვირის ექიმები საზოგადოებას მოუწოდებენ, რომ თუ ისინი მოულოდნელად დაკარგავენ ყნოსვისა და გემოს შეგრძნებას, სასწრაფოდ თვითიზოლაციაში გადავიდნენ, მიუხედავად იმისა, ექნებათ თუ არა სხვა სიმპტომი.

 

ბრიტანეთის ყელ-ყურ-ცხვირის წამყვან ექსპერტთა ცნობით, სამხრეთ კორეაში, ჩინეთსა და იტალიაში COVID-19-ით ინფიცირებულ პაციენტთა დაახლოებით მესამედი აღნიშნავს, რომ მათ უეცრად დაკარგეს ყნოსვის შეგრძნება.

 

„გვინდა გავავრცელოთ ცნობადობა იმასთან დაკავშირებით, რომ გემოსა და სურნელის აღქმის უნარის დაკარგვა დაკავშირებულია კორონავირუსთან და ასეთი სიმპტომის დროს, აუცილებელია თვითიზოლაცია“, – აცხადებს ბრიტანეთის რინოლოგიის ასოციაციის პრეზიდენტი კლერ ჰოპკინსი.

 

ექსპერტების ცნობით, ბევრი პაციენტი მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რომლებსაც COVID-19 აღმოაჩნდათ, სიმპტომებს შორის აღწერენ მხოლოდ ყნოსვისა და გემოს შეგრძნების დაკარგვას, ვიდრე ცხელებას ან ხველას. ექიმების თქმით, ეს განსაკუთრებით ვლინდება ახალგაზრდებზე, რომლებსაც ხშირად არ აქვთ ხველება და არც ტემპერატურა უწევთ. „ასეთი პაციენტები შესაძლოა ფარული გადამტანები იყვნენ“, – აღნიშნავს ბრიტანელი პროფესორი.

 

ავტორი: ანეტი მიქელაძე

X