
დიდმა ბრიტანეთმა COVID-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობით იტალიას გაუსწრო, რომელიც ევროპაში ლეტალური შედეგების მაჩვენებლით პირველ ადგილზე იყო.
ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, გაერთიანებულ სამეფოში უკვე გარდაცვლილია 29 500-ზე მეტი ადამიან -. იტალიაში 29 300-ზე მეტი.
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრ დომინიკ რააბის განცხადებით, რეალური და სრული სურათის დანახვა შესაძლებელი იქნება მხოლოდ პანდემიის დასრულების შემდეგ.
გაერთიანებულ სამეფოში ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 196 000-ს აჭარბებს, რაც მსოფლიოში მეოთხე მაჩვენებელია აშშ-ის, ესპანეთის და იტალიის შემდეგ.






















