14:14 | 2020-12-08 ავტორი: Prime Time

ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრი პირდაპირ ეთერში ატირდა

ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრი პირდაპირ ეთერში ატირდა

ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრი, მეთ ჰენკოკი Good Morning Britain-ის პირდაპირ ეთერში ატირდა მას შემდეგ, რაც კორონავირუსის ვაქცინა მსოფლიოში მეორე ადამიანმა, 81 წლის უილიამ შექსპირმა გაიკეთა. ინფორმაციას The sun-ი ავრცელებს.

 

მისი თქმით, მძიმე წლის შემდეგ, ვაქცინაციის დაწყებით ამაყობს. „ვამაყობ, რომ ბრიტანელი ვარ“,- აღნიშნა ჰენკოკმა.

 

ცნობისთვის, დღეს დიდ ბრიტანეთში მოსახლეობის მასობრივი ვაქცინაცია დაიწყო. ჩრდილოეთ ირლანდიაში მცხოვრები 90 წლის მარგარეტ კენანი მსოფლიოში პირველი ადამიანი გახდა, რომელმაც Pfizer/BioNTech-ის კორონავირუსის ვაქცინა გაიკეთა.

 

შეგახსენებთ, რომ ბრიტანეთი პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც Pfizer/BioNTech-ის მიერ შექმნილი კორონავირუსის ვაქცინა ფართო მოხმარებისთვის დაამტკიცა.

 

ნახეთ ვიდეო – ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრის რეაქცია პირველი ვაქცინაციის შემდეგ

 

ავტორი: Prime Time

X