10:00 | 2020-03-11 ავტორი: Prime Time

ბრიტანეთის პარლამენტის წევრს კორონავირუსი დაუდგინდა

ბრიტანეთის პარლამენტის წევრს კორონავირუსი დაუდგინდა

ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრს და დეპუტატ-კონსერვატორ ნადინი დორისს კორონავირუსი დაუდგინდა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

 

დორისი არის ბრიტანეთის პარლამენტის პირველი წევრი, რომელსაც ვირუსი დაუდგინეს. ის ამჟამად მკურნალობას გადის.

 

ამ ეტაპისთვის დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის 382 შემთხვევაა გამოვლენილი, ამათგან 6 კი დაიღუპა.

ავტორი: Prime Time

X