17:47 | 2020-03-14 ავტორი: ანეტი მიქელაძე

ბრიტანეთში კორონავირუსი ახალდაბადებულ ბავშვს აღმოუჩინეს

ბრიტანეთში კორონავირუსი ახალდაბადებულ ბავშვს აღმოუჩინეს

დიდ ბრიტანეთში ახალდაბადებულ ბავშვს კორონავირუსი გამოუვლინდა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The Guardian-ი ავრცელებს.

 

ბავშვის დედას რამდენიმე დღით ადრე პნევმონიის სიმპტომები აღენიშნებოდა, მასაც ასევე დაუდგინეს კორონავირუსი. მშობიარობის შემდეგ, ბავშვი მალევე შეამოწმეს ვირუსზე და მას Covid-19 აღმოუჩინეს.

 

სამედიცინო პერსონალს, რომელიც მშობიარობაში მონაწილეობას იღებდა, თვითიზოლაცია დაენიშნათ.

 

უცნობია, გადაედო თუ არა კორონავირუსი ბავშვს დედისგან მუცლადყოფნის პერიოდში, თუ დაინფიცირდა მშობიარობის დროს.

 

 

ავტორი: ანეტი მიქელაძე

X