15:58 | 2020-03-31 ავტორი: ნინი ტაველიძე

ბრუკლინში ბიჭმა გოგოს დრონით თავისი ნომერი გაუგზავნა და პაემანზე დაპატიჟა

ბრუკლინში ბიჭმა გოგოს დრონით თავისი ნომერი გაუგზავნა და პაემანზე დაპატიჟა

უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ადამიანები სოციალურ დისტანცირებას მკაცრად იცავენ.

 

ბევრ ქვეყანაში საყოველთაო კარანტინია გამოცხადებული და სახლიდან გასვლა გადაუდებელი აუცილებლობის გარეშე შეზღუდულია.

 

მარტოხელა ადამიანებისთვის კი ეს განსაკუთრებით რთულია, რადგან ისინი პაემნებზე სიარულს ვერ ახერხებენ.

 

ჯერემი კოჰენმა სიტუაციიდან გამოსავალი მაინც იპოვა. ინფორმაციას ამის შესახებ boredpanda ავრცელებს.

 

ჯერემიმ ფანჯრიდან მეზობელი კორპუსის სახურავზე მოცეკვავე გოგო შენიშნა.

 

„ფანჯრიდან გადავიხედე და დავინახე ვიღაც გოგო სახურავზე ცეკვავდა. როგორმე უნდა მივსალმებოდი“,- ამბობს ჯერემი.

 

ჯერემი გოგოს აივნიდან მიესალმა.

 

 

შემდეგ კი გადაწყვიტა, როგორმე მას დაკავშირებოდა: ფურცელზე თავისი ნომერი დაწერა

 

 

და დრონით გაუგზავნა

 

 

გოგონა ამ ჟესტმა ძალიან გააოცა.მალე კი ჯერემის ტელეფონში სასურველი შეტყობინებაც გამოჩნდა და მათ მომდევნო დღისთვის პაემანიც დაგეგმეს.               

 

საბოლოოდ კი პაემანი შედგა.

 

 

ამ ყველაფრის ამსახველი ვიდეო ჯერემიმ სოციალურ ქსელებში გამოაქვეყნა.

 

ავტორი: ნინი ტაველიძე

X