13:24 | 2020-06-01 ავტორი: სალომე ნეფარიძე

ბრუნდება თუ არა ამირან გამყრელიძე პოლიტიკაში

ბრუნდება თუ არა ამირან გამყრელიძე პოლიტიკაში

„მემგონი კარგ ადგილას ვარ, არავითარი სურვილი არ მაქვს პოლიტიკაში დაბრუნების, ერთი და იგივე მდინარეში არ შედიან სამჯერ“, – ასე უპასუხა დაავადებათა კონტროლის ცენტის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ კითხვას, ვიხილავთ თუ არა პოლიტიკაში.

 

ქვეყანაში გაჩნდა ორი ახალი კლასტერი! - გიორგი გახარია მოსახლეობას აფრთხილებს
2020-06-01ქვეყანაში გაჩნდა ორი ახალი კლასტერი! - გიორგი გახარია მოსახლეობას აფრთხილებს

 

„არ ვიცი რამდენად იცით ჩემი ბიოგრაფია, მე პოლიტიკაში ვიყავი 1994 წლიდან 2004 წლის თებერვლამდე, როდესაც დავტოვე პოსტი, მეორედ ამის შემოთავაზება იყო 2012 წელს. ამდენად მე არ გიმალავთ ჩემს ასაკს 69 წლის ვარ, ჩემთვის ეს ყველაფერი უკვე განვლილი გზაა, დამთავრებული.

 

მე ვცდილობ ჩვემი გამოცდილებით, ჩემი ცოდნით გამოვადგე ქვეყანას იმ ადგილზე, სადაც დღეს ვარ და მაქვს ძალიან ბევრი გეგმები, ძალიან კარგი ახალგაზრდები იზრდებიან ჩვენთან, ვაძლევ მათ საშუალებას მეტად გაიზარდონ. მემგონი კარგ ადგილას ვარ, არავითარი სურვილი არ მაქვს პოლიტიკაში დაბრუნების, ერთი და იგივე მდინარეში არ შედიან სამჯერ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X