10:10 | 2020-12-11 ავტორი: Prime Time

ბუბა კიკაბიძე მანდატის დახევას აპირებს – ვინ გახდება პარლამენტის უხუცესი დეპუტატი, რომელიც პირველ სხდომას გახსნის

ბუბა კიკაბიძე მანდატის დახევას აპირებს – ვინ გახდება პარლამენტის უხუცესი დეპუტატი, რომელიც პირველ სხდომას გახსნის

დღეს მეათე მოწვევის პარლამენტის სხდომა გაიმართება. პარლამენტის პირველ სხდომას სალომე ზურაბიშვილი გახსნის.

 

რეგლამენტის გათვალისწინებით, პრეზიდენტის მიერ პარლამენტის პირველი სხდომის გახსნის შემდეგ, სხდომას სპიკერის არჩევამდე, პარლამენტის უხუცესი წევრი უძღვება.

 

31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებით, პარლამენტის უხუცესი წევრი, „ნაციონალური მოძრაობის“ სიის პირველი ნომერი, 82 წლის ბუბა კიკაბიძე უნდა ყოფილიყო, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ ოპოზიცია ბოიკოტის რეჟიმშია, პარლამენტს თავმჯდომარის არჩევამდე „ქართული ოცნების“ უხუცესი წევრი, ლადო კახაძე გაუძღვება.

 

ვინ არიან მიწვეულნი ახალარჩეული პარლამენტის პირველ სხდომაზე და რა წესების დაცვა მოუწევთ მათ
2020-12-11ვინ არიან მიწვეულნი ახალარჩეული პარლამენტის პირველ სხდომაზე და რა წესების დაცვა მოუწევთ მათ

 

ლადო კახაძე 67 წლისაა. იგი პროფესიით ექიმია. ის 1998-2002 წლებში თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე იყო, 2019 წლიდან კი საქართველოს მეცხრე მოწვევის პარლამეტნის დეპუტატი გახდა.

 

კახაძემ მაშინ პარლამენტში სალომე ზურაბიშვილის ადგილი დაიკავა, რომელმაც 2018 წელს პრეზიდენტის არჩევნებში გაიმარჯვა.

 

ავტორი: Prime Time

X