16:43 | 2020-05-22 ავტორი: Prime Time

„ბუების კოლექციასთან დაიდებს ბინას“- რას უპირებს თენგიზ ცერცვაძე ნაჩუქარ ველოსიპედს

„ბუების კოლექციასთან დაიდებს ბინას“- რას უპირებს თენგიზ ცერცვაძე ნაჩუქარ ველოსიპედს

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორს, თენგიზ ცერცვაძეს გუშინ ტელეკომპანია „იმედში“ საჩუქრად ველოსიპედი გადასცეს.

 

როგორც „პრაიმტაიმს“ თენგიზ ცერცვაძემ განუცხადა, საჩუქარი, პანდემიის დასრულებამდე მის კაბინეტში, ბუების კოლექციასთან დაიდებს ბინას.

 

„მოხარული ვარ ყურადღებისთვის, რომელსაც საზოგადოება ჩვენი, მედიკოსების მიმართ იჩენს. თითოეული სიტყვა და ელემენტარული პატივისცემა უფრო მეტ ძალას გვმატებს. გუშინ მოულოდნელად, ტელეკომპანიაში საჩუქრად გადმომცეს ველოსიპედი. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მაღაზიას, რომელიც ასე შეწუხდა.

 

პირადად შევხვდები და მადლობას გადავუხდი მაღაზიის წარმომადგენლებს საჩუქრისთვის. საკმაოდ ბევრი სიჩქარე აქვს და კონსულტაციების გავლაც, ვფიქრობ, საჭირო იქნება.

 

Video: „მაშინ შემიყვარდა სამსახურში გვიანობამდე დარჩენა“ - თენგიზ ცერცვაძის და მისი მეუღლის გაცნობის ისტორია
2020-05-17Video: „მაშინ შემიყვარდა სამსახურში გვიანობამდე დარჩენა“ - თენგიზ ცერცვაძის და მისი მეუღლის გაცნობის ისტორია

 

პანდემიის შესუსტებამდე ნაჩუქარი ველოსიპედი ჩემს კაბინეტში, ბუების კოლექციასთან დაიდებს ბინას. მერე როცა თავისუფალი დრო მექნება, აუცილებლად გამოვიყენებ. მოგეხსენებათ დედაქალაქში ველობილიკებიც გვაქვს და სწორედ იქ ვაპირებ მის მართვას“,- ამბობს თენგიზ ცერცვაძე.

ავტორი: Prime Time

X