
ბუკა მანაგაძე დღეს ქორწინების 14 წლისთავს ზეიმობს. ეკონომისტ ზურა კანდელაკთან მომღერალს ორი ვაჟი ჰყავს.
ბუკა საყვარელ საკვებ-ობიექტთან იმყოფებოდა და “პრაიმტაიმის” ზარმა გაახალისა.
ბუკა მანაგაძე: – გარეთ დღეს გამოვედით. მე და ზურა ჩვენი შვილებით ჩემს საყვარელ “მაკდონალდსის” “დრაივზე” აღვნიშნავთ ქორწინების 14 წლისთავს (იცინის). სხვანაირად ფიზიკურად ვერაფერს ვახერხებთ.
ჩვენი სიყვარული 14 წლის თავზე უფრო ტკბილი და ლამაზია. ბევრი რამ მოხდა ამ ხნის მანძილზე, თუმცა ერთად და კარგად გავიარეთ.
რაც მთავარია, ამ წლებს ჩვენი სიყვარულის ორი ნაყოფი მოჰყვა და დღეს გვერდს მიმშვენებენ. ამით ბედნიერი ვარ. იმდენად დიდები არიან უკვე, რომ ზოგჯერ არც მგონია, რომ ჩემი შვილები არიან.
ბუკას გათხოვების შემდეგ სცენაზე არც უმღერია. ახლა მეუღლესთან ერთად მღერის. როგორც ამბობს, ზურა გიტარის დაკვრას ასწავლის.
ბუკა: – გიტარაზე დაკვრაში ონლაინ გაკვეთილებს მიტარებს მამაც. სიმღერის მონატრება ნაკლებად მაქვს. აქტიურად ვმღერით.
ჩემი მეუღლე კარგად უკრავს გიტარაზე. ორივეს გვიყვარს ქართული სიმღერები, გემოვნებაც ერთი გვაქვს და ერთად ვმღერით.
ასე რომ, კარანტინში დროს მხიარულად ვატარებთ.






















