19:04 | 2021-10-11 ავტორი: Prime Time

ბუსა ჟვანია, ნიკა კვარაცხელიას საქმესთან მისი კავშირის ბრალდებას პასუხობს

ბუსა ჟვანია, ნიკა კვარაცხელიას საქმესთან მისი კავშირის ბრალდებას პასუხობს

ზურაბ ჟვანიას შვილი, ბუსა ჟვანია ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმესთან კავშირს უარყოფს.

 

„უკვე რამდენიმე დღეა, ვრცელდება ცრუ ინფორმაცია, თითქოს, მე ვარ დაკავშირებული ახალგაზრდა ბიჭის მკვლელობის საქმესთან.

 

ახალი დეტალები გორში მომხდარი მკვლელობის საქმეში - რა იცის გამოძიებამ
2021-10-11ახალი დეტალები გორში მომხდარი მკვლელობის საქმეში - რა იცის გამოძიებამ

პირველ რიგში, მინდა ღრმა მწუხარება გამოვხატო მომხდარის გამო. მინდა აქვე კატეგორიულად განვაცხადო, რომ აღნიშნულ საქმესთან არანაირი შეხება არ მაქვს და ინფორმაციის გავრცელებამდე – მე არავინ დამკავშირებია. მეტი სიზუსტისთვის, მინდა აღვნიშნო, რომ ამჟამად საზღვარგარეთ ვიმყოფები ჩემს პროფესიულ და საგანმანათლებლო საკითხებთან დაკავშირებით, თუმცა, მალე დავბრუნდები საქართველოში. იმედს ვიტოვებ ამ განცხადების შემდეგ, დამთავრდება სპეკულაციები და ჩემი სახელის ხსენება მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით”, – აცხადებს ჟვანია.

 

ნიკო კვარაცხელია 15 სექტემბერს, თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე მოკლეს. საქმეზე ორი პირია დაკავებული.

 

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, 13 ნომერი კორპუსის ერთი სადარბაზო 8 ოქტომბერს, დაახლოებით, 12:00 საათზე ჩამოინგრა. სამაშველო ოპერაციის შედეგად, მაშველებმა ნანგრევებიდან 10 ადამიანის ამოყვანა შეძლეს, რომელთაგან 8 უკვე გარდაცვლილი იყო, ერთი ადამიანი გუშინ დილით, საავადმყოფოში გარდაიცვალა. ერთი ადამიანი ამ დრომდე ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება – ზვიად თავდგირიძე ერთადერთია, რომელიც ნგრევის დროს კორპუსში იყო და გადარჩა. ის ხელოვნური ვენტილაციიდან მოიხსნა და დადებითი დინამიკა აქვს.

 

საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში 3 ადამიანი დააკავეს. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 187-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაულები 2-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მათ ბრალდება უკვე წარუდგინეს.

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, ორშაბათი, 11 ოქტომბერი გლოვის დღედ გამოცხადდება.

 

ასევე ნახეთ: ქრონიკები ბათუმიდან

 

 

ასევე დაგაინტერესებთ: 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X