13:17 | 2021-12-01 ავტორი: სალომე ნეფარიძე

ბუსტერ დოზის მიღების ვადები შემცირდება – იმუნიზაციის საბჭომ ახალი შტამის რისკებზე იმსჯელა

ბუსტერ დოზის მიღების ვადები შემცირდება – იმუნიზაციის საბჭომ ახალი შტამის რისკებზე იმსჯელა

ახალი შტამის, ომიკრონის საფრთხეებზე სასაუბროდ დღეს საქართველოს იმუნიზაციის საბჭოს სხდომა გაიმართა. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, განიხილება ახალ შტამთან მიმართებაში ვაქცინაციის პროცესის გააქტიურება და ასევე, საჭიროა თუ არა მწვანე პასპორტებთან მიმართებაში რაიმე დამატებითი გამკაცრებული ცვლილებები.

 

„დღევანდელი საბჭოს შეხვედრის მიზეზი გახლავთ ახალი შტამი ძირითადად და ახალ შტამთან მიმართებაში ვაქცინაციის პროცესის გააქტიურების მნიშვნელობა და გასათვალისწინებელი არის, რა სამოქმედო გეგმა უნდა დავისახოთ ჩვენ ამისთვის. უკვე ცნობილი არის, რომ ასაკობრივ ჯგუფებში ბუსტერ დოზის ვადების ცვლილებაც მოხდა და ასევე, ასაკობრივი ჯგუფების ცვლილებაც.

 

788 000-მა პირმა COVID 19 ოფიციალურად გადაიტანა, მათ უკვე მიენიჭათ უვადო მწვანე სტატუსი
2021-12-01788 000-მა პირმა COVID 19 ოფიციალურად გადაიტანა, მათ უკვე მიენიჭათ უვადო მწვანე სტატუსი

 

რამდენადაც ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, ბუსტერის გამოყენების უფლება სხვადასხვა ქვეყანაში უკვე 3-4 თვემდე შემცირდა და ნებადართული არის, ვინაიდან საკმაოდ საშიში არის ეს შტამი.

 

მნიშვნელოვანი არის, რომ ჩვენც ადგილზე ვიმსჯელოთ და მივიღოთ გადაწყვეტილება თუ რა იქნება ჩვენი სამოქმედო გეგმა.

 

ასევე, როგორც ვიცით, დღეს ამოქმედდა საქართველოში მწვანე საშვი და მწვანე საშვთან მიმართებაშიც, ვინაიდან უკვე ჩვენ გვაქვს სახეზე ახალი შტამი, მნიშვნელოვანი არის, რომ გავითვალისწინოთ საჭიროებს თუ არა ეს მიდგომა რამე დამატებით გამკაცრებულ ცვლილებებს“, –  განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

 

ნახეთ სხვა სიახლეები და ვიდეოები

 

 

 

 

 

 

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X