14:47 | 2020-09-07 ავტორი: ნინი ტაველიძე

ბუზის გამო ნერვებმოშლილმა კაცმა სახლის ნახევარი ააფეთქა (საფრანგეთი)

ბუზის გამო ნერვებმოშლილმა კაცმა სახლის ნახევარი ააფეთქა (საფრანგეთი)

ბუზის გამო ნერვებმოშლილმა კაცმა, ნახევარი სახლი ააფეთქა. შემთხვევა საფრანგეთში მოხდა. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

 

მეგონა, სხვა დედა აირჩია, ჩემს ჯიბრზე - ბავშვთა სახლის ბინადარის ემოციური ისტორია
2020-09-07მეგონა, სხვა დედა აირჩია, ჩემს ჯიბრზე - ბავშვთა სახლის ბინადარის ემოციური ისტორია

 

80 წლის მამაკაცი ვახშმობას აპირებდა, როდესაც მის გარშემო მფრინავი ბუზი შენიშნა.

 

მამაკაცი ბუზის ხმამ ძალიან გააღიზიანა. მან ყველაფერი მოიმოქმედა, რომ ბუზი როგორმე გარეთ გაეგდო, თუმცა უშედეგოდ.

 

შემდეგ ე. წ ელექტრორაკეტა აიღო, რომელიც მწერების წინააღმდეგ გამოიყენება. თუმცა,აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთ ოთახში ავზიდან ბენზინი იყო გადმოღვრილი და ელექტრორაკეტა მასთან რეაქციაში შევიდა, რამაც აფეთქება გამოიწვია.

 

გამოცემის ცნობით აფეთქებას მამაკაცი გადაურჩა, მხოლოდ ხელების დამწვრობა მიიღო.

ავტორი: ნინი ტაველიძე

X