
„ნეტა არ უნდა „ქართულ ოცნებას“ რომ „გააბანძოს“ მთელი ეს ნიკა მელიას დასაცავად დაგროვილი ოპოზიცია და მელია გარეთ დატოვოს?“, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში, ჟურნალისტი თამარ ჩერგოლეიშვილი წერს.
„ჩაგითვლით რომ ოპოზიცია „გააბანძეთ” – ისე არ მომწონს ბარიკადებიდან მართული პოლიტიკური პროცესი, ისეთი დაცლილია ის შინაარსისგან … გამოვალ და ვიტყვი, რომ აჯობეთ ჭკუით. მართლა“,- წერს ჩერგოლეიშვილი.
ცნობისთვის, ამ წუთებში „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში ოპოზიციის წარმომადგენლები იმყოფებიან. ამ წუთებში მათ ვანო მერაბიშვილიც შეუერთდა. ისინი ერთად ელოდებიან სასამართლოს გადაწყვეტილებას.
თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკა მელიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას პარლამენტმა იმუნიტეტი მოუხსნა. გადაწყვეტილებას პარლამენტში 88 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი მხოლოდ 2 იყო.
პროკურატურამ პარალმენტს იმუნიტეტის შეწყვეტის თხოვნით მას შემდეგ მიმართა, რაც ნიკა მელიას გირაოს გადახდის ვადა ამოეწურა. მელია ამბობს, რომ იგი გირაოს არ გადაიხდის.






















