
მთავრობის ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ პრემიერის ვიზიტი აშშ-ში დაგეგმილი არ ყოფილა და სრული სპეკულაციაა იმის მტკიცება, თითქოს პრემიერის დაგეგმილი ვიზიტი აშშ-ში ჩაიშალა. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის პრესამსახურის მიერ გავრცელებულ განმარტებაშია ნათქვამი.
„გვსურს განვმარტოთ, რომ აშშ-ში პრემიერ-მინისტრის ვიზიტი დაგეგმილი არ ყოფილა. ცალკეული პირების მიერ გავრცელებული ინფორმაცია წარმოადგენს სიცრუეს და მიზანმიმართულ დეზინფორმაციას.
პრემიერ-მინისტრის ვიზიტების შესახებ ინფორმაციას პრესსამსახური წინასწარ ავრცელებს. ამ შემთხვევაში კი მსგავსი რამ არ ყოფილა, შესაბამისად, სრული სპეკულაციაა იმის მტკიცება, თითქოს პრემიერის დაგეგმილი ვიზიტი აშშ-ში, ჩაიშალა“, – განაცხადეს მთავრობის პრესამსახურში.
ცნობისთვის, ვაშინგტონში მცხოვრებმა ქართველმა ჟურნალისტმა დაწერა, რომ ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი ვაშინგტონში ჩაიშალა იმის გამო, რომ კონგრესმენების მხრიდან ინტერესი აღარ იყო.
თავად ადამ კინზინგერი აცხადებს, რომ თავად ვაშინგტონში არ იმყოფება და ახლა შეხვედრა შეუძლებელი იქნებოდა.
ასევე ნახეთ:






















