
“არ მჯერა მიხეილ სააკაშვილისა და ჩვენი სხვა ოპონენტების გულწრფელობის, თითქოს მათ სურთ ეროვნული თანხმობა”, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა “ნაციონალურ მოძრაობასთან დაკავშირებით, აღნიშნა.
„როდესაც ისინი ხელისუფლებაში იყვნენ, ყოველთვის ხლეჩდნენ საზოგადოებას, ყოველთვის ყოფდნენ საზოგადოებას ჩარეცხილებად და თავისიანებად. სამწუხაროდ, ჩვენ დღესაც ამის შედეგს ვიმკით. დღეს მათ ჩაიცვეს, მოიხურეს კრავის ტყავები და თავს გვაჩვენებენ, თითქოს უნდათ ჰარმონია და თანხმობა, არადა არიან პირველი და მე ვიტყოდი, ერთადერთი წყარო იმ საშინელი პოლარიზაციის, რომელიც დღეს ქვეყანაში არსებობს, თვითონ არიან და აქეთ გვიკიჟინებენ, რომ ეს პოლარიზაცია ხელისუფლებამ უნდა შეამციროს. ამიტომაც რა თქმა უნდა, ამისი არ მჯერა“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.






















