08:35 | 2020-06-02 ავტორი: Prime Time

ჩაკეტავენ თუ არა ნუცუბიძეს?! – საბურთალოს კლასტერი ფართოვდება

ჩაკეტავენ თუ არა ნუცუბიძეს?! – საბურთალოს კლასტერი ფართოვდება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის ხათუნა ზახაშვილის განცხადებით, ე.წ საბურთალოს კლასტერთან დაკავშირებით, ნუცუბიძის ჩაკეტვა არ იგეგმება.

 

მან ასევე ისაუბრა „საბურთალოს კლასტერთან“ დაკავშირებითაც. ზახაშვილის განცხადებით, ამ კლასტერთან კონტაქტში მყოფი ყველა პირი კარანტინში ან თვითიზოლაციაშია.

 

შეშფოთების საბაბი ნამდვილად გვაქვს! - ეპიდემიოლოგი
2020-06-01შეშფოთების საბაბი ნამდვილად გვაქვს! - ეპიდემიოლოგი

 

„კონტაქტში მყოფი ყველა პირი, რომლებიც წარმოადგენდნენ რისკს შესაძლო ინფიცირების თვალსაზრისით, არიან ან კარანტინში ან მკაცრი იზოლაციის პირობებში, სადაც ისინი ზედამხედველობის ქვეშ არიან. აწარმოებენ ჯანმრთელობის თვითმონიტორინგს და ნებისმიერი სიმპტომის გამოხატვისთანავე მოხდება მათი ჰოსპიტალიზაცია, შემდგომი დიაგნოსტიკის მიზნით“ – განაცხადა ხათუნა ზახაშვილმა.

ავტორი: Prime Time

X