
კორონავირუსის პანდემიამ ბოლო 2 წლის განმავლობაში საზოგადოების ცხოვრების წესი თავდაყირა დააყენა და უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. რა შეცვალა Covid-19-ის პანდემიამ – ამ კითხვით „პრაიმტაიმმა“ მოქალაქეების აზრის გაგება სცადა.
გამოკითხულთა უმრავლესობა ჩვენთან საუბრისას აღნიშნავდა, რომ მათ ადამიანებთან ურთიერთობა ენატრებათ.
„ძალიან ბევრი რამე შეცვალა ჩემს ცხოვრებაში კოვიდპანდემიამ და ყველაფერი ცუდისკენ. ჩავჯექით სახლში, 22 და 25 წლის წლის ბიჭი მყავს მხატვარი, რომელსაც გასაქანი აღარ აქვს და სახლში ხატავს. ვერაფერს ვერ ვაკეთებთ. ეკონომიკური თვალსაზრისით, ჯანმრთელობის თვალსაზრისით კორონავირუსმა ყველაფერი შეცვალა. მე რისკფაქტორი ვარ, სიმსივნე მაქვს, სინოფარმით „ავიცერი“, ჩემი დიდი თხოვნა იქნება, რომ აიცრას ყველა.
ძალიან ბევრი შეცვალა ცუდისკენ. ჩახუტება მენატრება ადამიანების, მოფერება მენატრება, სიყვარული მენატრება, მხიარული სახეები მენატრება. ამდენი ცუდი ამბის გაგება აღარ მინდა. მე თვითონ კოვიდი გადავიტანე, ფილტვების 18 ქულიანი დაზიანება მქონდა, ჩემს გვერდით 27 წლის ბიჭი დაიღუპა.
ძალიან ვართ დამძიმებული, ძალიან ცუდად აისახა ჩემზე. დამჭირდა ნერვოპათოლოგიც, ფსიქოლოგიც, რომ გამოვსულიყავი ამ მდგომარეობიდან და ახლაც ვმკურნალობ“, – ამბობს მოქალაქე.
ასევე დაგაინტერესებთ ⇓
„ამაშიც არ გაგვიმართლა“ – რა ინფორმაციას ავრცელებს ბიძინა კულუმბეგოვი























