17:06 | 2020-05-27 ავტორი: თეონა ყაჭიური

ჩამობრძანდით, ნახეთ როგორ ვმუშაობთ – გამყრელიძე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს

ჩამობრძანდით, ნახეთ როგორ ვმუშაობთ – გამყრელიძე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებით საუბრობს. მისი თქმით, რუსეთის ინტერესებს ლაბორატორიასთან დაკავშირებით პოლიტიკური სარჩული აქვს, რადგან ჩვენთან ყველაფერი გამჭვირვალეა.

 

„2018 წლის ნოემბერში ჩატარდა დიდი შეფასებითი მისია. შეისწავლეს ლუგარის ცენტრის მუშაობა. მათ მოიწვიეს რუსეთის წარმომადგენლებიც. სამწუხაროდ, ისინი არ ჩამოვიდნენ. ამას პოლიტიკური სარჩული აქვს. ის, თუ რატომ არის ჩვენი პარტნიორი ამერიკის შეერთებული შტატები.

 

დღეს გამოჩნდა რაოდენ დიდ როლს ასრულებს დაავადებათა კონტროლის ცენტირი და ლუგარის ლაბორატორია ვირუსთან ბრძოლის დროს. იცით, რა სიტუაციაა ჩვენს მეზობელ ქვეყნებში და ასევე იმ ქვეყანაში, რომელიც ლუგართან დაკავშირებით ბრალს გვდებს.

 

რა შემთხვევაში უმასპინძლებს საქართველო რუსეთის წარმომადგენლებს ლუგარში
2020-05-27რა შემთხვევაში უმასპინძლებს საქართველო რუსეთის წარმომადგენლებს ლუგარში

 

ჩამობრძანდით, ნახეთ როგორ ვმუშაობთ. ჩვენ მათ რამდენჯერმე შევთავაზეთ საერთო თემატიკაზე მუშაობა. გადაღებულიც აქვთ თავად ცენტრიც. ჩვენ ვართ ძალიან გამჭვირვალე, არაფერი დამალული არ არის“,- განაცხადა ამირან გამყრელიძე.

 

ცნობისთვის, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო კვლავ გამოთქვამს შეშფოთებას ლუგარის ლაბორატორიაზე და მოითხოვს რუსი ექსპერტების დაშვებას.

 

„მაღალი ბიოთავდაცვის მქონე აღნიშნული ლაბორატორია აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს მიერ არის აშენებული და, მის ინტერესებიდან გამომდინარე, გამოიყენება განსაკუთრებით საშიში ინფექციური დაავადებების გამომწვევი მიკრობების შესასწავლად“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, რომელიც ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა.

ავტორი: თეონა ყაჭიური

X