14:39 | 2021-10-08 ავტორი: Prime Time

ჩამონგრეულ სადარბაზოში ყოფილი მინისტრიც ცხოვრობს – იმყოფებოდა თუ არა ის ადგილზე?

ჩამონგრეულ სადარბაზოში ყოფილი მინისტრიც ცხოვრობს – იმყოფებოდა თუ არა ის ადგილზე?

ბათუმში ჩამონგრეულ სადარბაზოში სულ 15-მდე ოჯახი, მათ შორის აჭარის ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი აკაკი ბერიძე.

კორპუსში, რომელიც ჩამოინგრა, ლაშა ღლონტის დედა ცხოვრობს
2021-10-08კორპუსში, რომელიც ჩამოინგრა, ლაშა ღლონტის დედა ცხოვრობს

იმყოფებოდა თუ არა ის ნგრევის მომენტში შემთხვევის ადგილზე, ამის გასარკვევად ბერიძეს პირადად დავუკავშირდით.

 

მისი თქმით, შემთხვევის დროს სახლში არ იმყოფებოდა. აკაკი ბერიძე ამბობს, რომ სადარბაზოში მისი ინიციატივით ახალი ლიფტი დამონტაჟდა, თუმცა უცნობია, უკავშირდება თუ არა მომხდარი ლიფტის მონტაჟს. აკაკი ბერიძე ჯერჯერობით არ ფლობს ინფორმაციას, დაშავებულების შესახებ.

 

რამდენიმე საათის წინ, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე 7 სართულიანი საცხოვრებლის ერთი სადარბაზო ჩამოინგრა. კორპუსი, რომელიც 3 სადარბაზოსგან შედგება, ჩამონგრეულია 1 სადარბაზო. აღნიშნულ კორპუსში დაახლოებით 200-მდე მობინადრე ცხოვრობს.

 

ასევე ნახეთ ⇓ მოქალაქეები და მაშველები ნანგრევებს ერთად ასუფთავებენ

 

 

მსგავსი ⇓

 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X