12:33 | 2021-10-08 ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

ჩამონგრევის ადგილიდან მოსახლეობა გაჰყვათ – კორპუსიდან სრული ევაკუაცია გამოცხადდა

ჩამონგრევის ადგილიდან მოსახლეობა გაჰყვათ  – კორპუსიდან სრული ევაკუაცია გამოცხადდა

ამ წუთებში ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრეული სადარბაზოს მიმდებარე ტერიტორიიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს. როგორც გავრცელებულ კადრებში ჩანს, ადგილობრივები სამაშველო სამსახურის თანამშრომლებს გამოჰყავთ.

 

შეგახსენებთ, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე 5-სართულიანი კორპუსის ერთი სადარბაზო ჩამოინგრა. ადგილზე მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა და მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები. ვრცელდება ინფორმაცია დაშავებულების შესახებ.

 

ადგილზე მობილიზებულია სამაშველო და სასწრაფო დახმარების ბრიგადები.

 

მსგავსი ⇓

 

 

 

 

ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

X