20:06 | 2020-09-02 ავტორი: თამარ ბუჩუკური

ჩაქვში COVID-19-ით ინფიცირებული ქალი ავერსის კლინიკის ექიმია

ჩაქვში COVID-19-ით ინფიცირებული ქალი ავერსის კლინიკის ექიმია

ჩაქვში, სასტუმრო „დრიმლენდ ოაზისში“ კონფერენციაზე მყოფი, კორონავირუსით ინფიცირებული ექიმის 8 კონტაქტი ქალაქ რუსთავს უკავშირდება​. ისინი თვითიზოლაციაში გადავიდნენ.

 

ამ ინფორმაციას რუსთავის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრში ადასტურებენ.

 

კორონავირუსით ინფიცირებული ექიმი, რომელიც ჩაქვში სამედიცინო კონფერენციაზე იმყოფებოდა, რუსთავში, კლინიკა ,,ავერსში“ მუშაობდა.

 

„ოაზისში“, სადაც კორონავირუსი დადასტურდა, კონფერენციაზე 400-მდე ექიმი იმყოფება
2020-09-02„ოაზისში“, სადაც კორონავირუსი დადასტურდა, კონფერენციაზე 400-მდე ექიმი იმყოფება

 

რუსთავის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრში აცახდებენ, რომ ინფიცირებული ექიმის ყველა კონტაქტი რუსთავში უკვე მოკვლეულია და ისინი თვითიზოლაციაში იმყოფება.

 

„პრაიმტაიმი” კომპანია ავერსთან დაკავშირებას მომხდარზე კომენტარის ჩაწერის მიზნით, ცდილობდა, თუმცა კომპანიაში ჩვენს ზარებს არ პასუხობენ.

ავტორი: თამარ ბუჩუკური

X