20:16 | 2021-10-07 ავტორი: Prime Time

ჩარკვიანი: რუსთაველი უნდა ზანზარებდეს! სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ძალიან დიდი აქცია გაიმართება

ჩარკვიანი: რუსთაველი უნდა ზანზარებდეს! სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ძალიან დიდი აქცია გაიმართება

პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერი თაკო ჩარკვიანი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით რუსთაველზე ძალიან დიდი აქცია გაიმართება.

 

როგორც თაკო ჩარკვიანმა საქართველოს პირველი არხის ეთერში აღნიშნა, სახელმწიფო არის მიტაცებული და სახელმწიფო უნდა დაიბრუნოს ხალხმა.

ორი ლიზა, ორივე ქერა და არცერთი ქართველი - რით ჰგავს ერთმანეთს სააკაშვილის ორი საყვარელი ქალი
2021-10-07ორი ლიზა, ორივე ქერა და არცერთი ქართველი - რით ჰგავს ერთმანეთს სააკაშვილის ორი საყვარელი ქალი

 

„ჩვენ გავაკეთეთ სახალხო მოძრაობა და ძალიან ბევრი ადამიანი დარეგისტრირდა. დარეგისტრირება ერთია და მოსვლა მეორე, ესეც კარგად ვიცით, მაგრამ კარგი ის არის, რომ რაღაცნაირად მოვაბით თავი და ძალიან დიდი აქცია იქნება რუსთაველზე. უმთავრესი არის სააკაშვილის გათავისუფლება, სახელმწიფო მიტაცებულია ფაქტია და სახელმწიფო უნდა დაიბრუნოს ხალხმა, რადგან ხალხია სახელმწიფო. ეს სახალხო მოძრაობა სწორედ ამას ემსახურება. მიხარია, რომ თარიღსაც რამდენიმე საათში ვიტყვი, რომელ საათზე და სად გაიმართება აქცია“, – განაცხადა ჩარკვიანმა.

 

მისივე თქმით, მეორე ტურის არჩევნებში უნდა იყოს დიდი ჩართულობა, რომ ხმები არ გაყალბდეს.

 

„რადგან მაინც ასე არის ჩართულობა მეორე ტურისთვის, კი ბატონო, თუ გინდა, რომ მეორე ტური დაიდოს ისე, რომ არ გაგიყალბონ, ზუსტად ამიტომ უნდა გრგვინავდეს რუსთაველი. ყველა ვარიანტში, ეს სააკაშვილს თავისუფლება არის გადაბმული იმ გაყალბების თემასთან, ორივე ვარიანტში რუსთაველი უნდა ზანზარებდეს.

სააკაშვილს უნდა წარვუდგინოთ ბრალიო საზღვრის უკანონო გადმოლახვისთვისო, განცხადა პრემიერმა,მე და თქვენ რისთვის წავუყენოთ და ვის წავუყენოთ ბრალი ციხეში ვინ ჩავსვთან ჩვენი თანხა რომ იხარჯება, იმისთვის, რომ საზღვრები იყოს დაცული, ჩვენ ვის მოვთხოვოთ პასუხი. იმას, ხომ ვერ მოვთხოვთ პასუხს პროკურორობა რომ გადაუწყვეტია პრემიერ-მინისტრობის მაგივრად“, – განაცხადა ჩარკვიანმა.

 

წაიკითხეთ და ნახეთ „პრაიმტაიმის“ სხვა სიახლეები და ვიდეოები ⇓

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X