17:52 | 2021-02-13 ავტორი: Prime Time

„ჩავამტვრიე უკანა საქარე მინა და იქიდან გადმოვედი“ – სასულიერო პირი, რომელიც ავარიას გადაურჩა, დეტალებს იხსენებს 

„ჩავამტვრიე უკანა საქარე მინა და იქიდან გადმოვედი“ – სასულიერო პირი, რომელიც ავარიას გადაურჩა, დეტალებს იხსენებს 

მარტვილის მუნიციპალიტეტ სოფელ გაჭედილთან, დღეს დილით მომხდარი ავარიის შედეგად 74 წლის მერაბ სიგუა გარდაიცვალა. ავტომობილში მასთან ასევე იმყოფებოდა 38 წლის სასულიერო პირი ვაჟა კორსავა, იგივე მამა ანგია, რომელიც მსახურობდა მარტვილისა და ჭყონდიდის, ასევე ყაზბეგის ეპარქიებში.

 

მამა ანგია „პრაიმტაიმთან“ შემთხვევის დეტალებზე საუბრობს.

 

„რამდენიმე დღის წინ დამირეკა მერაბმა და მთხოვა ავტომობილის შესაკეთებლად გავყოლოდი სოფელ კუბიშევში, თუმცა იმ დღეს წასვლა ვერ მოვახერხეთ. გუშინ ისევ დამირეკა და მთხოვა დღეს გავყოლოდი, მე იმიტომ შემარჩია, რომ საჭესთან მას ხშირად ეძინებოდა და თანამოსაუბრე სჭირდებოდა. წამებში ისე გადავიდა ავტომობილი სავალი გზის ნაწილიდან, რომ გონზე მოსვლა ვერც მოვასწარი. მომხდარის შემდეგ რაღაცამ თითქოს ძალა მომცა, ჩავამტვრიე ავტომობილის უკანა საქარე მინა და იქიდან გადმოვედი, ვერ ვფიქრობდი და ვაზროვნებდი რა ხდებოდა. მერაბის გარდაცვალების შესახებ საავადმყოფოდან გამოწერის შემდეგ გავიგე“,- ამბობს ვაჟა კორსავა.

 

ვინ არის მარტვილში ავარიის დროს გარდაცვლილი მამაკაცი
2021-02-13ვინ არის მარტვილში ავარიის დროს გარდაცვლილი მამაკაცი

 

გავრცელებული ცნობით, ავტომობილი სავალი გზიდან გადავარდა და ცეცხლი წაეკიდა. მგზავრები სოფელ გაჭერილიდან დიდი ჭყონის მიმართულებით გადაადგილდებოდნენ.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

 

ავტორი: თეა შონია 

ავტორი: Prime Time

X