22:17 | 2021-11-05 ავტორი: Prime Time

„ჩავენაცვლებოდი“ – პოლიტიკოსები, რომლებიც მზად არიან, მიხეილ სააკაშვილი ციხეში ჩაანაცვლონ

„ჩავენაცვლებოდი“ – პოლიტიკოსები, რომლებიც მზად არიან, მიხეილ სააკაშვილი ციხეში ჩაანაცვლონ

მიხეილ სააკაშვილის დაკავებიდან დღემდე, მის მიმართ აჟიოტაჟი არ წყდება. საზოგადოების ნაწილი სამართლის აღსრულებით კმაყოფილია, ნაწილი თვლის, რომ  „ნაცმოძრაობა“ ბოლომდე უნდა დასრულდეს და მხოლოდ სააკაშვილის პატიმრობა არასაკმარისია.

 

ექსპრეზიდენტის მხარდამჭერები ასევე აღშფოთებულები არიან, პრეზიდენტის ციხეში ყოფნით და აცხადებენ, რომ სააკაშვილის სიცოცხლე საფრთხეშია რადგან, ის უკვე თვეზე მეტია შიმშილობს.

„სააკაშვილმა კუჭის რეზექცია გაიკეთა
2021-11-05„სააკაშვილმა კუჭის რეზექცია გაიკეთა"?!

პრაიმტაიმისთვის“ ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ექს-პრეზიდენტმა საქართველოში დაბრუნებამდე კუჭის რეზექცია გაიკეთა, ანუ ბარიატრიულ ქირურგიას მიმართა. „ნაციონალური მოძრაობიდან“ წყარო ყვება, რომ „მიხეილ სააკაშვილმა ოპერაცია 23 სექტემბერს ჰოლანდიაში გაიკეთა“.

 

ინფორმაციის გადასამოწმებლად „პრაიმტაიმი“ ექსპრეზიდენტის დედას, გიული ალასანიას დაუკავშირდა, თუმცა მის მობილურ ტელეფონზე ოჯახის ახლობელმა გვიპასუხა, რომელმაც კითხვაზე საპასუხოდ სააკაშვილის პირად ექიმთან გადაგვამისამართა.

 

პირადი ექიმი, ნიკოლოზ ყიფშიძე სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.

 

პაატა ბურჭულაძე „ქართულ ოცნებას“ მიმართავს და აცხადებს, რომ მზად არის, მიხეილ სააკაშვილი ციხეში ჩაანაცვლოს.

 

„ყველაფერს აქვს საზღვარი, ამის მოთმენა აღარ შეიძლება, მე არ მინდა ვიყო მესამე პრეზიდენტის მკვლელობის თანამონაწილე. „ქართულო ოცნებავ“, ყველაფერში არღვევთ კანონებს: ითვისებთ წაგებულ არჩევნებს, იჭერთ უდანაშაულო ადამიანებს და თქვენივე კუთვნილი სასამართლოთი თქვენებურად ასამართლებთ.

 

გთხოვთ, კიდევ ერთხელ დაარღვიოთ კანონი და მომცეთ საშუალება, ჩავანაცვლო მესამე პრეზიდენტი ციხეში. მიეცით მას მულტიფუნქციურ საავადმყოფოში მკურნალობის საშუალება.

 

უმორჩილესად გთხოვთ, გაითვალისწინოთ ჩემი თხოვნა და მე დღესვე ჩამოვფრინდები საქართველოში. ამით თქვენ ორ დიდ საქმეს გააკეთებთ: საქართველოს არ შეიყვანთ ველურ ქვეყნების სიაში და ძალიან ასიამოვნებთ ბიძინა ივანიშვილს. მას ერთდროულად ორი პატიმარი ეყოლება, რომლებსაც ვერ იტანს“, – წერს ბურჭულაძე სოციალურ ქსელში.

 

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, გიგი უგულავამ ასევე განაცხადა, რომ მზად არის, მიხეილ სააკაშვილს ჩაენაცვლოს.

 

„შიმშილობაში ჩავენაცვლებოდი, ერთი წამითაც არ დავფიქრდები. მიშას ვიცნობ საკმარისად კარგად, ის შიმშილობას არ შეწყვეტს. სანამ მას გონება ექნება და სანამ ის თავისი გონებით პასუხისმგებელი იქნება თავის ქმედებაზე, შიმშილობას არ შეწყვეტს“, – განაცხადა უგულავამ.

 

სააკაშვილის სოლიდარობის ნიშნად, პარლამენტის შენობაში შიმშილობს ელენე ხოშტარია.

 

 

ასევე დაგაინტერესებთ: 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X