
ჩეხეთის ხელისუფლებამ, ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე კარანტინი გამოაცხადა.
ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ანდრეი ბაბიშის განცხადებით, კარანტინი 24 მარტამდე, ადგილობრივი დროით 18:00 საათამდე, გაგრძელდება.
„კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად გადავწყვიტეთ, რომ მოქალაქეების თავისუფალი გადაადგილება შევზღუდოთ,“- განაცხადა პრემიერმა.
გავრცელდა ინფორმაცია, რომ სამ ჩეხ ტურისტს, რომლებიც გუდაურში იმყოფებოდნენ კორონავირუსი დაუდასტურდათ.
ბოლო მონაცემებით, ჩეხეთში ახალი კორონავირუსის 253 შემთხვევაა დადასტურებული.






















