
კომპოზიტორი ცირა ბზიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და “ფორმულას” ეთერში გასულ სიუჟეტს ეხმაურება, რომლის მიხედვითაც შოუბიზნესის წარმომადგენლები მისი დაბადების დღის წვეულებაზე რეგულაციების დარღვევით შეიკრიბნენ.
„ჩემი 10-კაციანი დაბადების დღით შოუს აგორება ძალიან დიდი სირცხვილია. რომელი რეგულაცია დავარღვიე, ვეკითხები კომპეტენტურ ჟურნალისტებს. ის – ერთი სამეგობროდან 3 ადამიანი რომ ვისხედით მაგიდასთან, თუ ის, – საღამოს 9 საათზე ყველა სახლში რომ დაბრუნდა.
თქვე არასწორებო და არაკომპეტენტურებო, ვისაც მაგ დღეს შემთხვევით ვირუსი შეგვხვდა, ისედაც გადაგვედებოდა, იმიტომ, რომ სულ გვაქვს ერთმანეთთან კონტაქტი. ვისაც აჩვენებთ საზოგადოებას, არავინ არაა დაინფიცირებული. გასულია იმდენი დრო, რომ ყველას დაავიწყდა, რომ დაბადების დღე მქონდა.“, – წერს კომპოზიტორი.






















