
ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზი „პრაიმტაიმთან“ საუბრისას გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც ის, რუსეთში ფულის სანაცვლოდ ლუგარის ლაბორატორიაზე ცნობებს აწვდიდა.
მისივე თქმით, ვიოლეტა სულიერი, ახლო ნათესავია.
„ყველა ჩემი ახლო ნაცნობი რუსეთშიც და საქართველოშიც იცნობდა ამ პიროვნებას – იგი ჩემი ახლო სულიერი ნათესავია, ასე, რომ არც რუსეთში და არც საქართველოში ფარული შეხვედრის აუცილებლობა არ არსებობდა. მასთან ხანგრძლივი ურთიერთობის განმავლობაში ბევრ საკითხზე მისაუბრია, მაგრამ, როგორც თქვენ მომწერეთ, ინფორმაციის მიწოდება სისხლის სამართლის დანაშაულია და მზად ვარ პასუხი გავცე შესაბამისი ორგანოების შეკითხვებს, თუ სისხლის სამართლის საქმე აღიძრება,“ – ამბობს მეუფე ნიკოლოზი.
ასევე წაიკითხეთ სხვა სიახლეები და სტატიები ⇓






















