15:58 | 2021-08-02 ავტორი: Prime Time

ჩემი ახლობელია, მეგობარია და ცუდს ვერ ვიტყვი – გომელაური წულუკიანზე

ჩემი ახლობელია, მეგობარია და ცუდს ვერ ვიტყვი – გომელაური წულუკიანზე

“თქვენ, რომ იყოთ შინაგან საქმეთა მინისტრი?! რა პასუხი უნდა გაგცეთ აბა მითხარით?!“- ასე უპასუხა შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტის კითხვას, რომელმაც სთხოვა შეფასებია კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის საქციელი იყო თუ არა სისხლის სამართლის დანაშაული, როდესაც ვიცე-პრემიერმა ჟურნალისტს მიკროფონი გასტაცა.

 

“ქალბატონი თეა ერთ-ერთი პირველი დამცველია ჩვენი, აქედან გამომდინარე მე ვერ ვიტყვი, რომ ცუდად მოიქცა. თეა ჩემი ახლობელია, მეგობარია და ცუდს ვერ ვიტყვი იქიდან გამომდინარე, რომ ყოველთვის, როცა გვიჭირდა- ძალოვან უწყებებს ყოველთვის მისი განცხადებები იყო ჩვენი მხარდამჭერი“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

 

ცნობისთვის რამდენიმე კვირის წინ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა “მთავარი არხის“ ჟურნალისტს, ემა გოგოხიას მიკროფონი იმ დროს წაართვა, როდესაც მედიის წარმომადგენელი მას კითხვას უსვამდა.

 

მომხდართან დაკავშირებით “მთავარი არხის“ წარმომადგენლებმა პროკურატურაში სარჩელი შეიტანეს და მინისტრს ტელევიზიის კუთვნილი ნივთის დაბრუნება მოსთხოვეს. მოთხოვნის მიუხედავად ვიცე-პრემიერი მიკროფონს ამ დრომდე არ აბრუნებს.

ავტორი: Prime Time

X