23:39 | 2021-03-15 ავტორი: მარი ჯაფარიძე

ჩემი ახლობლებისთვის სიურპრიზი იქნება, მაგრამ გადავწყვიტე, დუმილი დავარღვიო! – 900 მანეთად გაყიდული გოგონას ამბავი

ჩემი ახლობლებისთვის სიურპრიზი იქნება, მაგრამ გადავწყვიტე, დუმილი დავარღვიო! – 900 მანეთად გაყიდული გოგონას ამბავი

ქეთი გამყრელიძე 1983 წლის 5 ივლისს დაიბადა და დედამ 900 მანეთად გაყიდა იმის გამო, რომ სახლში ფსიქიკური პრობლემების მქონე დედა ჰყავდა და ბავშვს ვერ მოუვლიდა.

 

როგორც ქეთი ამბობს, ბედნიერი ბავშვობა ჰქონდა, არც უძებნია ბიოლოგიური დედა, მაგრამ ახლა, როცა მარტო დარჩა, სურს მიაგნოს მას:

 

„მინდა, ჩემს ამბავს მოგიყვეთ. ალბათ ბევრი ჩემი ახლობლისთვის სიურპრიზი იქნება, მაგრამ გადავწყვიტე, დუმილი დავარღვიო!

 

Нет описания.

 

დავიბადე 1983 წლის 5 ივლისს (ასე მიწერია დაბადების მოწმობაში). გამზარდეს ყველაზე მაგარმა ადამიანებმა – უბედნიერესი ბავშვობა მქონდა, სიგიჟემდე მიყვარდა ჩემი გამზრდელი მშობლები. მამა 15 წლისას გარდამეცვალა, დავრჩით მე და დედა. როდესაც 18 წლის გავხდი, დედამ სიმართლე მითხრა, რომ აყვანილი ვიყავი.

 

იმდენად მიყვარდა და პატივს ვცემდი, რომ არც დამიწყია ძიება და კითხვების დასმა, ვინ იყო ბიოლოგიური დედა. ერთადერთი, რაც მითხრა, გავუყიდივარ 900 მანეთად. ამის მერე არც დავინტერესებულვარ, მაგრამ შარშან 3 მარტს ჩემმა უსაყვარლესმა დედამ დამტოვა – გარდაიცვალა. 4 წელიწადი ვიწვალეთ ერთად, მაგრამ ვერ გადავარჩინ. ,სანამ გარდაიცვლებოდა, გადაწყვიტა, თვითონ ეთქვა სიმართლე ჩემთვის.

 

დავიბადე კამოს ქუჩაზე, სამშობიაროში და ჩვენი ნათესავი ყოფილა ჩარეული ამ ამბავში. მითხრა, რომ მითვის მეკითხა, რადგან მან ყველაფერი იცოდა.

 

სანამ დედა დაიღუპებოდა, დავუკავშირდი ამ ქალს, გადავეცი დედის დანაბარები და ვთხოვე, სიმართლე ეთქვა. მითხრა, – დედაშენი ბოდავს, სკლეროზი აქვს ალბათო. არა და, ბოლო ამოსუნთქვამდე საღ გონებაზე იყო. აღარ ჩავეძიე. ამ ყველაფრის მერე ერთი წელი გავიდა. დედას წლისთავმაც ჩაიარა. ამიტომ გადავწყვიტე და ვბედავ დუმილის დარღვევას. მინდა, ვიპოვო…

 

Нет описания.

 

დავუკავშირდი ამ ნათესავის შვილს და ვთხოვე, სიმართლე ეთქვათ – იქნებ შენ მაინც გითხრას-მეთქი. აღმოჩნდა, რომ ამ ქალის შვილი და ჩემი ბიოლოგიური დედის  შვილი ერთად დადიოდნენ ცეკვაზე. ანუ მყავს და. მიზეზი ჩემი გაშვილების იყო ის, რომ სახლში ფსიქიკურად შეშლილი დედა ჰყავდა და მე ვერ მიმიყვანდა, რადგან უნდა ემუშავა და სახლში მარტო ვერ დამტოვებდა, გიჟთან ერთად. ჩემი და იმ დროისთვის იქნებოდა 12 წლამდე. მამა მეზობლის კაცი ყოფილა, ცოლ-შვილიანი და ჰქონიათ რომანი. არც ვიცი, შეიძლება არც იცის ჩემი არსებობის შესახებ.

 

ცხოვრობდნენ თემქის მე-9 კვარტლის 23-ე ან 25-ე კორპუსში. ჩემი და 143-ე სკოლაში სწავლობდა და ამავე სკოლაში დადიოდა ცეკვაზე. ვიცი დის სახელი და გვარი,  დედის – მხოლოდ სახელი. დას ნინო ჰქვია, დედას – ლალი… იქნებ დამეხმაროთ, გეხვეწებით, მე არ შეგიქმნით პრობლემას, უბრალოდ, შორიდან მეცოდინება, ვინ ხართ… ამ კორპუსებში ვიყავი, მაგრამ არავინ იცის მათი არსებობა. გადასულან, როგორც მითხრეს. იქნებ გეცნობათ ისტორია. გთხოვთ, დამეხმარეთ! დიდი მადლობა, წინასწარ“.

ავტორი: მარი ჯაფარიძე

X