
„ჩემი ამოცანაა არც „ნაციონალური მოძრაობა“ და არც „ქოციონალური მოძრაობა“, არამედ 30%-იანი დიდი მონოლითი, რომელიც ამ მოჯადოებული წრიდან გამოიყვანს პროცესს“, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ კელი დეგნანის რეზიდენციაში შესვლამდე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„ჩემი და ჩვენი გუნდის ამოცანა, რომ მოსახლეობის ის 30%, რომელმაც ამ არჩევნებზე არც „ნაცებს“ და არც „ქოცებს“ ხმა არ მისცა, აი ის ყველა უნდა გავაერთიანოთ იმისათვის, რომ ამ მოჯადოებული წრიდან გამოვიდეთ.
არც ერთ შემთხვევაში არ ვაპირებთ სხვის რიტორიკაზე აყოლას, ამ ბინძურ ქმედებებზე აყოლას და ყველას ვეუბნები, რომ თავი შეიკავეთ ამ სიბინძურისგან და თავდასხმებისგან. ჩემი და თქვენი გზები, როგორც ჩანს მართლაც განსხვავდება. მე მინდა ივანიშვილი მოვაშთო ამ ქვეყნიდან. თქვენ გინდათ, მუდმივად იყოთ ოპოზიციაში პირველები, როგორ უნდა მოვაშთოთ და სწორედ აი იმიტომ შევდივარ ამ შეხვედრაზე რომ შედგეს საერთო შეთანხმება, რომლითაც ფუნდამენტს ჩავუყრით ივანიშვილის მოშთობას ქვეყნიდან.
ჩემი ამოცანაა არც „ნაციონალური მოძრაობა“ და არც „ქოციონალური მოძრაობა“, არამედ 30%-იანი დიდი მონოლითი, რომელიც ამ მოჯადოებული წრიდან გამოიყვანს პროცესს“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.























