
დღეს ჩემი დაბადების დღეა, შემიძლია 1 ჭიქა ღვინო დავლიო? – ამ კითხვით მიმართა სალომე ზურაბიშვილმა ექიმს, რომელმაც „ასტრაზენეკას“ ვაქცინა გაუკეთა.
„ალკოჰოლი არ უნდა მიიღოთ“, – ექიმის ამ პასუხზე ზურაბიშვილმა განაცხადა: „ჩამიშალეთ დაბადების დღე“.
ნახეთ ვიდეო – პრეზიდენტი აიცრა
ცნობისთვის, 15 მარტს საქართველოში კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინაცია დაიწყო. პირველი საჯაროდ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე აიცრა.
ამასთან, შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის (ასტრაზენეკა) 43 ათასი დოზა 13 მარტს შემოიტანეს.























