
„რომელიღაცა არასამთავრობო ორგანიზაციამ საჯარო ინფორმაცია მოითხოვა და ახლა ჩემი დეპარტამენტის უფროსი, რომელიც ლუგარის ლაბორატორიაში და ახლა ანალიზებს უნდა აკეთებდეს, ზის და რაღაც სისულელე ცხრილებს უხაზავს იმ არასამთავრობო ორგანიზაციას, რომ მერე არ დაგვბრალდეს, რომ საჯარო ინფორმაცია დროულად არ გავეცით, – განაცხადა პაატა იმნაძემ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში.
„მე ხომ ვიცი, ეს კუდები საიდან მოდის. საქმე არ აქვს ამ ხალხს?! ლუგარის ნაცვლად, კითხვას ავსებს ვიღაცისას, დისერატიცია უნდა დაიცვას, აი ასეთ ხალხთან მაქვს საქმე. გეუბნებით, ფაქტი სახეზეა, ვავსებთ რომელიღაც არასამთავრობო ორგანიზაციის ისეთ კითხვარს, რომ სადოქტორო დისერტაცია დაიცვება და ჩემი დეპარტამენტის უფროსი და ლაბორატორიის უფროსი, იმის მაგივრად რომ საქმეს მიკეთებდნენ, კითხვარს ავსებენ, იმიტომ რომ მერე იტყვიან, რომ ჩვენ საჯარო ინფორმაცია არ გავეცით დროზე“, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილემ.
იმავე ეთერში იმნაძემ აღნიშნა, რომ გარკვეული პირები ცდილობენ მის პოლიტიკაში ჩათრევას.























