18:17 | 2020-06-01 ავტორი: Prime Time

ჩემი ეშინიათ… ყველაფერს ფაქტებით მოვყვები – ვისზე რა ფაქტები აქვს მეუფე იაკობს

ჩემი ეშინიათ… ყველაფერს ფაქტებით მოვყვები – ვისზე რა ფაქტები აქვს მეუფე იაკობს

„ნაციონალურ მოძრაობას ასე ეშინია ჩემი რომ მაგ კითხვებით გიშვებენ?” – ასე უპასუხა მეუფე იაკობმა ჟურნალისტის კითხვას, რომელიც დაინტერესდა – ხომ არ იგეგმება სინოდის სხდომაზე მისი განეიტრალება.

 

„ბევრი დრო აღარ გვაქვს... ვშიშობ, რამე არ მოვიწიოთ“ - მეუფე საბამ ქადაგებისას პატრიარქზე ისაუბრა
2020-06-01„ბევრი დრო აღარ გვაქვს... ვშიშობ, რამე არ მოვიწიოთ“ - მეუფე საბამ ქადაგებისას პატრიარქზე ისაუბრა

 

ჟურნალისტის თქმით, თეოლოგები ამბობენ, რომ სინოდის უახლოეს სხდომაზე შესაძლოა მეუფე იაკობი აქტიურ პროცესებს ჩამოაცილონ.

 

ბოდბელმა ეპისკოპოსმა აღნიშნა, რომ ამ ინფორმაციის გამავრცელებლებს მისი ეშინიათ და თუ ასე გააგრძელებენ, ყველაფერს ფაქტებით იტყვის.

 

„მე ვინ უნდა გადამიყვანოს პასიუირ მდგომარეობაში. თეოლოგები კი არა კერპოლოგები არიან ეგენი და დემონოლოგიაში არიან გადასულნი.

 

მე როგორ უნდა გამანეიტრალოს სპატრიარქომ, როცა თავად ვარ საპატრიოარქოს წარმომადგენელი.

 

ვინ ფიქრობს? თეოლოგები?!

 

შიშები აქვთ სხვა რამის გამო… ასე თუ გააგრძელეს, სათითაოდ ყველაზე ფაქტებით ვიტყვი.

 

შეშინებული გინახიხართ როდისმე? ან ერში ან ბერში. ჩემი კი ეშინიათ“, – განაცხადა მეუფე იაკობმა.

ავტორი: Prime Time

X