18:31 | 2021-03-16 ავტორი: სალომე ნეფარიძე

ჩემი გადასაწყვეტი ნამდვილად არ არის, როდის ჩატარდება არჩევნები, ეუთოს შეფასებით, ეს არჩევნები იყო სამართლიანი და თავისუფალი – ჟოზეფ ბორელი 

ჩემი გადასაწყვეტი ნამდვილად არ არის, როდის ჩატარდება არჩევნები, ეუთოს შეფასებით, ეს არჩევნები იყო სამართლიანი და თავისუფალი – ჟოზეფ ბორელი 

ჩემი გადასაწყვეტი ნამდვილად არ არის, როდის ჩატარდება არჩევნები, ეუთოს შეფასებით, ეს არჩევნები იყო სამართლიანი და თავისუფალი, – ასე უპასუხა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჟოზეფ ბორელმა ჟურნალისტის კითხვას, რომ როდესაც საქართველოში, ოპოზიცია ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს არსებული პოლიტიკური კრიზისის გადაწყვეტის გზად მიიჩნევს, რამდენად ეფქტური გამოსავალი იქნება ეს.

 

ინციდენტი გიგა ბოკერიას ბრიფინგზე - პოლიტიკოსი ჟურნალისტს დაუპირისპირდა (ვიდეო)
2021-03-16ინციდენტი გიგა ბოკერიას ბრიფინგზე - პოლიტიკოსი ჟურნალისტს დაუპირისპირდა (ვიდეო)

 

აღნიშნული განცხადება ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა  საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთა, რომელიც დღეს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გაიმართა.

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X