18:40 | 2021-02-26 ავტორი: Prime Time

ჩემი ჯვარი მძიმეა და არ მინდა ცხოვრებაში შეცდომა დავუშვა – ლევან რატიანი

ჩემი ჯვარი მძიმეა და არ მინდა ცხოვრებაში შეცდომა დავუშვა – ლევან რატიანი

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა რადიო „ჯორჯიან თაიმსის” ეთერში, მამა პეტრეს გადაცემაში „ფიქრები”, დედაქალაქის მერის მიერ მისთვის საპატიო თბილისელის წოდების მინიჭება გაიხსენა.

 

ლევან რატიანი ამბობს, რომ ამ ტიტულის მინიჭების შემდეგ მისი პასუხისმგებლობა გაათმაგდა და ცდილობს, გაათმაგებული ენერგიით აკეთოს საქმე.

 

“პანდემიის ერთმა წელმა დაგვანახა, რომ  მატერიალურ კეთილდღეობა არაფერია, როდესაც ადამიანის სიცოცხლეზეა საუბარი… როცა გრძელვადიანი გეგმებზე ფიქრობ, ერთ წამში შეიძლება შეიცვალოს ყველაფერი. ამიტომ ვეცადოთ ვთესოთ სიკეთე და გვიყვარდეს ერთმანეთი.

 

ეს ტიტული[საპატიო თბილისელის წოდება] ჩემთვის ნიშნავს იმას, რომ გაათმაგებული პასუხისმგებლობით უნდა ვაკეთო ჩემი საქმე. ჩემი ჯვარი მძიმეა და არ მინდა ცხოვრებაში შეცდომა დავუშვა, ეს ღვთით ბოძებული პროფესიაა და ღმერთის დახმარებით, გაათმაგებული ენერგიით უნდა ვაკეთო ჩემი საქმე”, – აღნიშნავს ექიმი.

ავტორი: Prime Time

X