20:33 | 2021-08-08 ავტორი: Prime Time

ჩემი ხომ გჯერათ?… ნერვებს ნუ აიშლით, თუ ექიმი არ გიკავშირდებათ… – ექიმ სოფო ბერიძის მიმართვა

ჩემი ხომ გჯერათ?… ნერვებს ნუ აიშლით, თუ ექიმი არ გიკავშირდებათ… – ექიმ სოფო ბერიძის მიმართვა

ბათუმში მომუშავე ექიმი სოფო ბერიძე სოციალურ ქსელში აქვეყენბს რჩევებსა და რეკომენდაციებს მათთვის, ვისაც კოვიდი დაუდასტურდა.

 

„ჩემი ხომ გჯერათ? ნუ ვისაც გჯერათ…

 

კოვიდის 10 დღე

 

დღე 1 –  არ იცით, რომ გაქვთ კოვიდი (იშვიათი გამონაკლისის  გარდა)

 

დღე 2 –  გაიგეთ, რომ გაქვთ კოვიდი (ესეც იშვიათია)  – მიიღეთ ბევრი წყალი, იყავით მშვიდად, ნერვებს ნუ აიშლით, თუ ექიმი არ გიკავშირდებათ, ჯერ არ გჭირდებათ.

 

დღე 3 – მიიღეთ ბევრი წყალი, იყავით მშვიდად, იმოძრავეთ, ბერეთ ბუშტები🎈🎈🎈

 

დღე 4 – დალიეთ პარაცეტამოლი/იბუპროფენი მაღალ ტემპერატურაზე, მიიღეთ ბევრი წყალი, იყავით მშვიდად! ნერვებს ნუ აიშლით, თუ ექიმი არ გიკავშირდებათ – მოძებნეთ ნაცნობი ექიმი, სთხოვეთ დახმარება/დაკვალიანება, იმოძრავეთ, ბერეთ ბუშტები🎈🎈🎈

 

დღე 5 –  მიიღეთ ბევრი წყალი, იყავით მშვიდად, იმოძრავეთ, ბერეთ ბუშტები🎈🎈🎈, იძინეთ მუცელზე, დღეში ორჯერ გაიზომეთ პულსი და სატურაცია, გაუგზავნეთ ექიმს მონაცემები.  დამატებითი მედიკამენტები შეუთანხმეთ  ექიმს. ( ნებისმიერს, ვინც მანამდე გიცნობდათ და ენდობით)

 

დღე 6 –  იგივეა, რაც დღე 5 🎈

 

დღე 7 – თუ აქამდე უსიმპტომო ხართ, გილოცავთ! თქვენ შეგხვდათ კეთილი  კოვიდი🎈🎈🎈 და  სულ რაღაც სამ დღეში დასრულდება

 

 

თუმცა :

⛔️ აუცილებლად შეატყობინეთ ექიმს, თუ თავს გრძნობთ სუსტად და ცუდად,

 

❗️გაქვთ გახშირებული სუნთქვა

 

❗️მომატებული პულსი

 

❗️დაბალი სატურაციის  ციფრები

 

🚫თუ ექიმი არ გპასუხობთ –

 

🚫თუ სასწრაფო არ გპასუხობთ –

 

მიდით ან მიაყვანინეთ თავი  კლინიკაში, ნებისმიერში. ჰიპოქსიის (ჟანგბადის  ნაკლებობის)  დროს – ყოველი საათი მნიშვნელოვანია! ნუ დახარჯავთ მას სასწრაფოს  ან ექიმის ლოდინში!!!

 

დღე 8 – თუ ყველა წინა პუნქტი შესრულებულია

 

ა) თქვენ პრაქტიკულად დაასრულეთ კოვიდი

 

ბ)  გიგრძელდებათ სიმპტომები, მაგრამ ხართ ყოჩაღად და მარჯვედ.

 

გ) ხართ კლინიკაში – მოეშვით და მიენდეთ ექიმებს, დაუჯერეთ მათ და ისუნთქეთ, როგორც გასწავლიან –

დაიმახსოვრეთ – შფოთვა ყველაზე დიდი მტერია.

 

დღე 9 – კოვიდი უკან იხევს!

 

თქვენ ეს შეძელით, თუ ისევ გიტევთ, ესეც დროებითია, თქვენ გაიმარჯვებთ.

 

დღე 10

 

✅თუ თქვენ მიჰყევით ყველა პუნქტს პირნათლად, დიიიიიდი ალბათობით (90 % !! )

თქვენ დაამარცხეთ კოვიდი გილოცავთ! თქვენ კი, ვისთანაც ბრძოლა გრძელდება – კოვიდზე გამარჯვების სიამოვნება ჯერ კიდევ წინ გაქვთ!!! არ დანებდეთ!

#stopcovajara

p.s. ინფორმაცია ატარებს სარეკომენდაციო ხასიათს, არსებობს არასტანდარტული მიმდინარეობა და იშვიათი გამონაკლისები.

იშვიათი გამონაკლისები იშვიათია

გისურვებთ ჯანმრთელობას“.

 

ასევე ნახეთ სხვა ინფორმაციები ⇓

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X