23:46 | 2021-08-18 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

ჩემი ხორციელი ბებია, 91 წლის სქემმონაზონი ელენე აიცრა! – მღვდელმონაზონი იერონიმე

ჩემი ხორციელი ბებია, 91 წლის სქემმონაზონი ელენე აიცრა! – მღვდელმონაზონი იერონიმე

დღეს, კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის (Pfizer) პირველი დოზით აიცრა ჩემი ხორციელი ბებია, 91 წლის სქემმონაზონი ელენე (გოგიტიძე), – ამის შესახებ მამა იერონიმე სოციალურ ქსელში წერს.

 

 

„დედა ელენე გახლავთ ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის, წმ. იოანე ღვთისმეტყველის სახელობის დედათა მონასტრის წევრი და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ერთ-ერთი უხუცესი დიდ სქემოსანი მონაზონი. დედა ელენეს რამდენიმე წუთის წინ ვესაუბრე და თავს შესანიშნავად გრძნობს! დიდება უფალს და მადლობა მედიკოსებს ყველაფრისთვის!“, – ვკითხულობთ ბერის პოსტში.

ცნობისთვის, საბერძნეთში მცხოვრები მღვდელმონაზონი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით თავადაც აიცრა. „მადლობა უფალს კაცობრიობაზე მეცნიერების მონიჭებისათვის!“ – განაცხადა ბერმა.

 

ასევე დაგაინტერესებთ ⇓

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X