10:22 | 2021-06-23 ავტორი: Prime Time

„ჩემი კოვიდ რეგულაციები ასეთია” – ლომჯარია კორონავირუსთან ბრძოლის საკუთარ გამოცდილებას გვიზიარებს

„ჩემი კოვიდ რეგულაციები ასეთია” – ლომჯარია კორონავირუსთან ბრძოლის საკუთარ გამოცდილებას გვიზიარებს

სახალხო დამცველი ნინო, ლომჯარია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და საზოგადოებას კორონავირუსთან ბრძოლის საკუთარ გამოცდილებას უზიარებს.

 

ომბუდსმენმა პირბადის ტარების აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება და მოუწოდებს საზოგადოებას, გაუფრთხილდნენ გარშემომყოფებს.

 

„მთავრობის არ ვიცი და დღეში 1000 ინფიცირებულის და საათში ერთი გარდაცვალების მაჩვენებლის ფონზე, ჩემი კოვიდ რეგულაციები ასეთია:

 

1. თუ გარშემო არიან ადამიანები, პირბადეს ღია სივრცეშიც ვატარებ;

 

2. არ მივდივარ არსად, სადაც დახურულ სივრცეში უპირბადო ადამიანები დამხვდებიან (მათ შორის იგულისხმება ტელევიზიები, შეხვედრები თუ სხვა ადგილები);

 

3. ვაგრძელებ პირადი კონტაქტების მაქსიმალურად შემცირებას და კომუნიკაციის დროს დისტანციის დაცვას;

 

4. მიუხედავად გარკვეული უხერხულობისა, ვაძლევ შენიშვნას დახურულ სივრცეში უპირბადოდ მყოფ პირებს.

 

რა თქმა უნდა, ეს არ არის გარანტია, მაგრამ რისკებს მნიშვნელოვნად ამცირებს.

 

გთხოვთ, თქვენც გაუფრთხილდეთ გარშემომყოფებს, პირბადე გვიცავს!”, – წერს ნინო ლომჯარია.

 

ასევე იხილეთ: როგორ ახასითებს საკუთარ თავს ლევან რატიანი

 

ასევე ნახეთ: ვინ იგებს ფაშინიანის გამარჯვებით – დემოკრატიული არჩევნებით დასრულებული მწვავე პოლიტიკური კრიზისი

ავტორი: Prime Time

X