22:52 | 2020-07-08 ავტორი: თამარ ბოჭორიშვილი

„ჩემი მეგობარი არცერთი არაა!“- ავთო ბილანიშვილი შაქარაშვილის საქმესთან კავშირს უარყოფს

„ჩემი მეგობარი არცერთი არაა!“- ავთო ბილანიშვილი შაქარაშვილის საქმესთან კავშირს უარყოფს

ავთო ბილანიშვილი გიორგი შაქარაშვილის საქმესთან შეხებას უარყოფს. სატელეფონო ინტერვიუ მასთან “ტვ პირველმა” ჩაწერა.

 

„ვნახე კადრები, მაგრამ მე არ ვარ. ამ სპორტსმენებთან ახლო ურთიერთობა არ მაქვს. ჩემზე და ნიკა ჟვანიაზე, როცა წავიდა ლაპარაკი, ვიკითხე და მითხრეს, შეიძლება იცნობო.

 

მეგობრობა და ახლო ურთიერთობა არ მაქვს. უბანია და შეიძლება ვიცნობდე გამარჯობით. ჩემი მეგობარი არცერთი არაა და ვერავინ იტყვის, რომ ოდესმე მაგათთან ვუნახივარ.

 

სკანდალურ ვიდეოში აღმოჩენილი თეთრპერანგიანი კაცი იდენტიფიცირებულია - ის ავთო ბილანიშვილი არ არის
2020-07-08სკანდალურ ვიდეოში აღმოჩენილი თეთრპერანგიანი კაცი იდენტიფიცირებულია - ის ავთო ბილანიშვილი არ არის

 

ავთო ბილანიშვილი გიორგი შაქარიშვილის მკვლელობის საქმეზე შსს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს, უწყებაში ის ექვსის ნახევარზე მივიდა და ამ დრომდე არ გამოსულა.

 

შეგახსენებთ, მედიაში გუშინ გავრცელდა კადრები, რომელიც დიდუბეში არის გადაღებული. ვიდეოში ფიგურირებს მამაკაცი, რომელზეც საქმის ფიგურანტ ამირხანაშვილს მალულად ხვდება.

 

ვარაუდობენ, რომ ის ავთო ბილანიშვილია.

ავტორი: თამარ ბოჭორიშვილი

X