17:16 | 2021-11-27 ავტორი:

ჩემი მეუღლეა, ცოცხალიაო მეუბნებიან – რას ამბობს მიწის მასაში მოყოლილის მეუღლე

ჩემი მეუღლეა, ცოცხალიაო მეუბნებიან – რას ამბობს მიწის მასაში მოყოლილის მეუღლე

ტყიბულში მიწის მასაში მოყოლილი პირის მეუღლე პირველ კომენტარს აკეთებს, მის თქმით შემთხვევა დღის საათებში მოხდა, თუმცა მისი ქმრის შესახებ ჯერჯერობით დანამდვილებით არაფერი იცის.

 

„რემონტზე მუშაობდა, ჯერ არ ვიცით არაფერი, ჩემი მეუღლეა, ცოცხალიაო მეუბნებიან მაგრამ ჯერ არ ვიცით არაფერი, სადღაც თორმეტ – პირველ საათზე მოხდა ამბავი, მალე მოვიდნენ მაშველები, 64 წლის არის“,- განაცხადა მიწის მასაში მოყოლილი პირის მეუღლემ “TV პირველთან“ საუბრის დროს.

 

მომხდართან დაკავშირებით საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა, უკვე გაავრცელა ოფიციალური ინფორმაცია. მათი ცნობით, კარიერის გამაგრებითი სამუშაოების მიმდინარეობისას მიწის მასა ჩამოიშალა, რა დროსაც, შახტაში, სავარაუდოდ იმყოფებოდა ორი მოქალაქე.

 

მათივე ცნობით, მოხერხდა მიწის მასის ქვეშ მოყოლილ ერთ-ერთ ადამიანამდე ჩასვლა. მოქალაქე იმყოფება კონტაქტურ მდგომარეობაში და ამ დროისთვის მიმდინარეობს მისი უსაფრთხო ადგილზე გამოყვანის ღონისძიებები.

 

ასევე დაგაინტერესებთ:

 

 

 

 

 

 

ავტორი:

X