
მუსიკისა და დრამის თეატრის მსახიობი, ნანა ბუთხუზი ნინუცა მაყაშვილს სოლიდარობას უცხადებს.
„სირცხვილია! არასდროს არაფერი არ ეშველება ამ ქვეყანასა და ქართულ თეატრს, სანამ მსგავსი მარაზმი, ტყუილი, ფარისევლობა, სიყალბე, ძალადობა და ზეუნიჭობა მოსულა! გამოჯანმრთელებას ვუსურვებ ჩვენს პროფესიას და სრულიად ყანას! ჩემი მხარდაჭერა ნინუცა მაყაშვილს და ძალადობის ყველა მსხვერპლს! (არა აქვს მნიშვნელობა, ფიზიკურად იძალადებენ თუ მორალურად!!!)“, – აღნიშნავს ნანა ბუთხუზი.
შეგახსენებთ, რომ მსახიობმა ნინუცა მაყაშვილმა რუსთავი 2-ის ეთერში თქვა, რომ ყოფილი ქმარი, ასევე მსახიობი ბესო ზანგური მასზე ფიზიკურად სისტემატურად ძალადობდა, მათ შორის ორსულობის დროსაც.























