10:21 | 2021-12-16 ავტორი:

ჩემი ოჯახი აივანზეც კი არ გადის, რადგან უსაფრთხო არაა – გუგა ქაშიბაძე

ჩემი ოჯახი აივანზეც კი არ გადის, რადგან უსაფრთხო არაა – გუგა ქაშიბაძე

„2021 წლის მონაცემებით პიროტექნიკის გამოყენების შედეგად დამწვრობის ცენტრში 300-მდე ბავშვს ჩაუტარდა მკურნალობა, აქედან 30 პაციენტს დასჭირდა სტაციონალური მკურნალობა, ხოლო 25 პაციენტს დასჭირდა ქირურგიული ჩარევა“ – ამის შესახებ დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ განაცხადა და  პიროტექნიკით დაშავებული ბავშვების შესახებ ისაუბრა.

 

მისი თქმით, პიროტექნიკა არ არის საჩუქარი, და არ არის სათამაშო, რაც არ უნდა ლამაზ შეფუთვაში იყოს.

 

“ეს არის მხოლოდ დამწვრობის ცენტრის სტატისტიკა, მაგრამ რეალურად გაცილებით მეტია ხოლმე პიროტექნიკით დაზიანებული მოზარდების რიცხვი, ვინაიდან მხოლოდ დამწვრობასთან არ გვაქვს საქმე. შემთხვევები ეხება თვალის დაზიანებას, ნაკვეთ ჭრილობას თითების ამპუტაცია და ასე ა.შ. ზოგადი სტატისტიკა გაცილებით უფრო მასშტაბურია.

სკოლიდან დაბრუნებულ ბავშვს ოჯახის 3 წევრი გარდაცვლილი დახვდა - ვაზიანში მომხდარი შემზარავი დანაშაულის ახალი დეტალები
2021-12-16სკოლიდან დაბრუნებულ ბავშვს ოჯახის 3 წევრი გარდაცვლილი დახვდა - ვაზიანში მომხდარი შემზარავი დანაშაულის ახალი დეტალები

მოსახლეობას ვურჩევ დამწვრობის მიღების შემთხვევაში გამოიყენონ გამდინარე ცივი წყალი, გამოიყენონ ანტიბაქტერიული მალამო და დამწვრობის საწინააღმდეგო ნებისმიერი მაზი. ასევე გამოიყენონ სტერილური სახვევი.

 

ზოგადად მომხრე ვარ, რომ საერთოდ არ გამოვიყენოთ პიროტექნიკა. ძალიან ბევრ ქვეყანაში უკვე აკრძალულია მათი გამოყენება. ჩვენთან არასრულწლოვნებზე გაყიდვა არის აკრძალული რითაც პირველი ნაბიჯები გადაიდგა. ძალიან ხშირად მშობლებს თავისი ხელით მიაქვთ საჩუქრად ბავშვებისთვის, ეს არ არის საჩუქარი, და არ არის სათამაშო, რაც არ უნდა ლამაზ შეფუთვაში იყოს. ერთი შეხედვით უსაფრთხო პიროტექნიკა, არასწორი გამოყენების შემთხვევაში სავალალო შედეგებს იძლევა. ყოველგვარი მაშხალების აფეთქების გარეშეც დადგება ახალი წელი ეს არ არის ის ტრადიციაა, რომელიც უნდა განვამტკიცოთ და განვავრცოთ. მესმის, რომ დღესასწაულთან ასოცირდება – სროლა და ხმაური, მაგრამ ეს ტრადიცია თუნდაც ერთი მოკვეთილი თითის სანაცვლოდაც არ ღირს.

 

ასე, რომ ერთმანეთს მიულოცონ გოზინაყით და ჩურჩხელით, უფრო უსაფრთხოდ. ჩემი ოჯახი აივანზეც კი არ გადის ახალ წელს ვინაიდან ეს არ არის უსაფრთხო,”- განაცხადა გუგა ქაშბაძემ „რუსთვი 2-თან“ საუბარში.

ავტორი:

X